ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დაიწყო
ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ს ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დაიწყო.
ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 10 გუნდი უპირისპირდება.
ფინალური შეხვედრა,სასპორტო სკოლაში, 8 ნოემბერს გაიმართება.
გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.
სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2019“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2019“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.