ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

23 May, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, საკრებულოს წევრებმა, მერიის და შპს „ქრიზოლითი+“-ის წარმომადგენლებმა ერთად დაათვალიერეს.

  

მიმდინარეობს სოფლების ანდრიაწმინდა-ანდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სადაც გზის 1700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ურაველში, სადაც აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 4, 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტის განხორციელების შემდეგ იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ხუროთმოძღვრულ ძეგლთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად მიმდინარეობს სხვა საპროექტო და სატენდერო წინადადებების მომზადებაც.

გააზიარე