ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

16 დეკემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში  შეჭირვებული ოჯახებისა და   სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის  სასურსათო პაკეტების  დარიგება დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს გაეწია დახმარება.

ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური პაკეტები  მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა პირადად გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის   საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას გაწეული მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო,  სასურსათო ამანათების დარიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

გააზიარე