ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი იწყება

27 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპი იწყება.

საკრებულოს მიერ უკვე განხილული და დამტკიცებულია ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა დოკუმენტი იხილეთ ბმულზე - http://176.9.156.90/…/si…/default/files/gankarguleba_n11.pdf.  აღნიშნული პროექტები 15 ადმინისტრაციული ერთეულის, 46 დასახლებაში მაცხოვრებლებმა სოფლის საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, არსებული სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა, ხიდების შეკეთება, შიდა გზების მოხრეშვა და სხვა.


ქვეყნის მასშტაბით,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში შერჩეული პროექტების განხორციელებას, ცენტრალური ბიუჯეტიდან 612 ათასი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი მოხმარდება. შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება.

გააზიარე