ახალციხის საბავშვო ბაღებს სათამაშოები და სასწავლო ინვენტარი გადაეცათ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის N1 და N 6 საბავშვო ბაგა-ბაღებს ესტუმრნენ.
ბესიკ ამირანაშვილი და ზაზა მელიქიძე საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს აღსაზრდელები და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს. გარდა ამისა, სასკოლო მზაობის ჯგუფებს ორმხრივი მაგნიტური დაფებიც გადაეცათ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შესაბამისი პირობების შექმნა ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ყველა საბავშვო ბაღში განახლდა საჭირო ინვენტარი - სათამაშოები, პლედები, ლეიბები, საბნები და ნოხები.