ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა

20 May, 2019

ქალაქ თბილისში, კონსერვატორიაში გამართულ, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსის II ტურზე, ახალციხელმა მოსწავლეებმა წარმატება მოიპოვეს.

კონკურსზე ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლიდან სამი საგუნდო კოლექტივი იყო წარდგენილი. ახალციხის გუნდმა 62 კოლექტივს შორის უმაღლესი ქულა დაიმსახურა და გრან-პრი მოიპოვა. ვალისა და აწყურის გუნდები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

ახალციხის გუნდი 2 ივნისს, ქალაქ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზში გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

გააზიარე