ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია და ახალგაზრდობის განვითარების სამოქმედო გეგმა (2020-2022 წწ.) დაამტკიცდა

19 თებერვალი, 2019

ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია და ახალგაზრდობის განვითარების სამოქმედო გეგმა (2020-2022 წწ.) დაამტკიცა.

 სტრატეგია განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს და აქტივობებს ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ახალგაზრდების საჭიროებებს, ინტერესებს და გამოწვევებს უნდა უპასუხონ ადგილობრივ დონეზე.

პოლიტიკის  დოკუმენტს დამტკიცებამდე გაიარა მნიშვნელოვანი განვითარების პროცესები:

  • დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პარტნიორობის დამყარება;
  • ახალგაზრდების საჭიროებათა იდენტიფიცირება (კვლევა);
  • ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პროგრამების, სერვისების და სხვა შესაძლებლობების ანალიზი.

სტრატეგიას გააჩნია ერთიანი ხედვა და აქვს  პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები, რის დაძლევაზეც მუნიციპალიტეტმა სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მონაწილეობით უნდა მოახერხოს.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მიზანია: გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები; შემუშავდება შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას მიზნით.

სტრატეგიის შემუშავება მუნიციპალიტეტის მერიამ  შეძლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობდა  სამიზნე მუნიციპალიტეტებში (მესტია, ზუგდიდი, ბაღდათი, ახალციხე, ბორჯომი, რუსთავი, მარნეული.)

 მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის) შემუშავება და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, „ადგილობრივი ახალგაზდრული პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების სპორტისა და კულტურის სამინისტრო, USAID-ის ,,ზრდა“ პროექტის და World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის  სამხარეო განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და პარტნიორობით.

 

 

გააზიარე