ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული იდეების კონკურსი - 2019-2020 წლის შედეგები

6 ნოემბერი, 2020

კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული პროექტი შეირჩა:

,,ტურიზმის კვალდაკვალ“ (ქეთევან კაჭკაჭაშვილი);

 „Arduino“ (გიორგი და მარიამ ნადირაძეები);

 „ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი“ (ლანა მანველიშვილი);

გამარჯვებული იდეების განხორციელება 2020 წელს დაიწყო, თუმცა, ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა პროგრამის სრულად განხორციელება.

 შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უკვე განხორციელდა ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი, სახელწოდებით - ,,ტურიზმის კვალდაკვალ“.

მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის თიხაზე მუშაობის შესწავლა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, ასევე მათთვის სახალისო და გასართობი გარემოს შექმნა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ქეთევან კაჭკაჭაშვილი 3 თვის განმავლობაში, სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უტარებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას თიხაზე მუშაობისა და სუვენირების დამზადების შესახებ.

გააზიარე