ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბილიარდში ტურნირი დასრულდა

14 დეკემბერი, 2018

 ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ბილიარდში ფინალური შეხვედრა ჩატარდა.

მასში მონაწილეობას ბილიარდის მოყვარულები იღებდნენ.

ადგილები ასე გადანაწილდა:
I-თორნიკე ჭალიძე;
II-თენგო ქიმერიძე;
III-მიასნიკ ვანციან;

გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელები, თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. აგრეთვე, საჩუქარი გადაეცა ვეტერან მონაწილეს, ალბერტ ბალასანიანს.

ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

გააზიარე