ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

31 May, 2019

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მე-4 დ კლასის მონაწილეობით და საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მრავალფეროვანი თემებით იყო გაჯერებული. პატარებმა შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები ქართველი კლასიკოსების პოეზიიდან - გაზაფხულზე, საქართველოს ბუნებაზე, სამშობლოზე და სხვა. 

ღონისძიებას სოფელ ივლიტის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დეკორაციებმა და მორთულობამ, ულამაზეს ფორმებსა და ფერებში გამოწყობილმა პატარებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გააზიარე