ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა

15 თებერვალი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. მასში მონაწილეობას 105 მოსწავლე იღებდა. თამაში  დაძაბულად წარიმართა.

შაშში გოგონებში  ადგილები ასე გადაწილდა:

I ადგილი - ნინო ბიტიაშვილი (ტყემლანის საჯარო სკოლა);

II ადგილი - გვანცა ზაზაძე (ხეოთის საჯარო სკოლა)

III ადგილი -ქეთევან ინასარიძე (ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა);

შაშში  ვაჟებში  ადგილები ასე გადაწილდა:

I ადგილი - ლუკა ნათენაძე (კერძო სკოლა მზექა);

II ადგილი - გიორგი ნოზაძე (სვირის საჯარო სკოლა);

III ადგილი -გიგა პლაჭიაშვილი (თისელის საჯარო სკოლა)

ჭადრაკში გოგონებში  გამარჯვება მოიპოვეს:

I ადგილი - რუსუდან ქურდაძე (კერძო სკოლა მზექა);

II ადგილი - ჯემა ადუმიან  (ახალციხის  №3 საჯარო სკოლა);

III ადგილი - სალომე ზაზაძე (ახალციხის  №1 საჯარო სკოლა);

ჭადრაკში ვაჟებში  გამარჯვება მოიპოვეს:

I ადგილი - ნოდარ თათოშვილი  (ახალციხის №6 საჯარო სკოლა);

II ადგილი - გიორგი გლუნჩაძე (კერძო სკოლა მზექა);

III ადგილი - რეზო შუბითიძე (სვირის საჯარო სკოლა);

გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ტურნირი  კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე