ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

წყალმომარაგება-კანალიზაცია

ახალციხის სერვის ცენტრი

მისამართი: ა. მანველიშვილის ქ. N 9.

ცხელი ხაზი : 995 32 293 00 00

 

კომპანიის შესახებ

შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია დაარსდა 2010 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის N1-1/13 ბრძანების საფუძველზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათავო ოფისისგან, 10 რეგიონული ფილიალისა და 56 სერვის ცენტრისგან. კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2700 - მდე ადამიანს. თანამშრომელთა 60% დასაქმებულია ტექნიკურ სფეროში, 24% -კომერციულ / ფინანსურ სფეროში, ხოლო 16% - ადმინისტრაციულ სფეროში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშვება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 316 441 საყოფაცხოვრებო და 22 473 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს.

 

კომპანიის მიზანი

მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება; კომპანიის ოპერირების არეალში არსებული ყველა ქალაქსისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

 

გააზიარე