ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

25 ივნისი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე და ეწყობა სანიაღვრე არხები.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და მოადგილე იოსებ კაპანაძე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

გააზიარე