ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

8 ივნისი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე და მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის გზაზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

გააზიარე