ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“

11 ნოემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ დასრულდა „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“- ს ხმის მიცემის პროცესი. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 2406 ხმა, 362 მიცემული ხმა დაიბლოკა, ხოლო დარჩენილი 2044 მიცემული ხმით, გამოვლინდა 5 გამარჯვებული პროექტი:
1 - სოფ. კლდის ე.წ. „ზეუნის დასახლებაში“ განათების ბოძების მოწყობა - 503 ხმა (24.6%), ავტორი - ილია ზუმბაძე;
2 - აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ პარკინგის მოწყობა და ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა - 374 ხმა (18.3%), ავტორი - ირაკლი მოდებაძე;
3 - კორაშნის არხის მშენებლობა ქ. ვალეში - 366 (17.9%), ავტორი - თენგიზი ხითარიშვილი;
4 - სანიაღვრე არხის მშენებლობა ქ. ვალეში, ბარათაშვილის ქუჩაზე - 353 ხმა (17.3%), ავტორი - ნუგზარ გიორგაძე;
5 - ახალგაზრდები ტურიზმის განვითარებისთვის - 129 ხმა (6.3%), ავტორი - სალომე ზაზაძე;
აღნიშნული პროექტების განხორციელება დაფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!

 

გააზიარე