ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები

26 May, 2022

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს დილიდან ახალციხის ციხეზე, სადაც სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობები ელით ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს.

მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით, იმართება. ახალციხეში ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ტარდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი,სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად არის დაყოფილი. დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და დაესწრონ სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს, ისტორიული გამოფენებს, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებსა და კონკურსებში. მათ საინფორმაციო სტენდების დათვალიერების, შემეცნებით აქტივობებსა და პრეზენტაციებზე დასწრების საშუალება ექნებათ. ღონისძიების პატარა სტუმრები კი საბავშვო კუთხეში გაერთობიან, სპეციალურად მათთვის გაიმართება საბავშვო სპექტაკლები და შოუები.

დაგეგმილია ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მერიის სტიპენდიანტები კი ტრადიციულად დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 17 საათსა და 10 წუთზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიებები 18:00 საათზე გალა კონცერტით გაგრძელდება. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ბენდი ოთარ მაღრაძის ხელმძღვანელობით და სოლისტებთან ერთად, მარიკო ებრალიძე, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, ნინი გველესიანი, ნესტან ჯიბლაძე, მაია ბარათაშვილი.

გილოცავთ 26 მაისს!

 

+39

გააზიარე