ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფერსის საბავშვო ბაღში

6 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსის საბავშვო ბაღში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პატარებმა დედებს არაჩვეულებრივი სითბოთი და სიხალისით ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეუსრულეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში დედებიც იყვნენ ჩართულები. მათ შვილებთან ერთად სხვადასხვა ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების დასასრულს პატარებმა დედებს და სტუმრებს საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქრები გადასცეს.

ზეიმს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მოადგილე იოსებ კაპანაძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე