ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის რიგით მე-2 სხდომა გაიმართა.

18 თებერვალი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის რიგით მე-2 სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომაზე ცვლილებები შევიდა:

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის  შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  N4 დადგენილებაში.


,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში.

დეპუტატებმა მოისმინეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აგრეთვე მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და 2019 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში.

 

საკრებულოს სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადდა ,ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის  №55 დადგენილება.

საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის  ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი და ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020-2022 წლების ახალგაზრდული  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა.

 

დეპუტატებმა დაადგინეს ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

 

სხდომის დასასრულს საკრებულომ თანხმობა მისცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებისათვის’’  გადაცემას.

გააზიარე