ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომა გაიმართა

27 May, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

 

სხდომაზე ცვლილებები შევიდა:
 „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში.
 ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №16 განკარგულებაში.

საკრებულომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს-სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის როინ სამსონიძის სახელი მიანიჭა.

 საკრებულოს წევრებმა მოიწონეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები და ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება.

 დეპუტატებმა თანხმობა მიცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ინდმეწარმე ლ.ლომიძეზე, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“-ზე და შპს ,,ოპპა’’ -ზე გადაცემას.

გააზიარე