ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი საბავშვო ბაღებში

20 ოქტომბერი, 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის №1, №3, №5, №6 საბავშვო ბაგა-ბაღებისა და №7 საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი დაასრულა.

განხორციელდა შენობების კედლების, ჭერის და სარდაფების დათბუნება, მოეწყო სარინელები, შიდა სავენტილაციო სისტემა და მოპირკეთდა გარე ფასადები.

პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესებაა.

გააზიარე