ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ენერგოეფექტურობის პროექტი საბავშვო ბაღებში

3 სექტემბერი, 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხის N1, N3, N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტს ახორციელებს. სარეაბილიტაციო შენობები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა.

პროექტის ფარგლებში შენობების კედლების, ჭერისა და სარდაფების დათბუნება, გარე ფასადების მოპირკეთება და სარინელების მოწყობა მიმდინარეობს. ამასთანავე, გათბობის სისტემებზე ავტომატური კონტროლის სისტემა მონტაჟდება და ეწყობა სავენტილაციო დანადგარები, რომლებიც საათში ორჯერ ჰაერის ცვლას უზრუნველყოფენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.

პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და აღსაზრდელების პირობების გაუმჯობესებაა.

გააზიარე