ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ევროპის სპორტის კვირეული“ ახალციხეში

25 სექტემბერი, 2019

16-24 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს“ (European Week of Sport – #BeActive) შეუერთდა.

მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, კვირეულის ფარგლებში, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე სპორტულ ღონისძიებები გაიმართა.

 

მონაწილეებმა ნავებითა და წყლის ველოსიპედებით გუნდური შეჯიბრსა და რუბიკის კუბიკის აწყობაში მოსინჯეს თავიანთი შესაძლებლობები.

სპორტულ აქტივობებში ქალაქ ახალციხისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ჩაერთნენ. გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ნავებითა და წყლის ველოსიპედებით გუნდურ შეჯიბრში I ადგილზე ურავლის სკოლის, II ადგილზე ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის, III ადგილზე კი მე-3 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. კუბიკ რუბიკის სწრაფად აწყობაში გოგონებს შორის I ადგილი ანანო ზუმბაძემ, II ადგილი ქეთევან მაჩიტიძემ, III ადგილი სუსანა ამბარცუმიანმა მოიპოვეს. ბიჭებს შორის კი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - კარაპეტ სამველიანს, II ადგილი გიორგი ასპანიძეს, III ადგილი სეირან სარქისიანს ხვდათ წილად.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) 2015 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვეში, მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მიზნად ისახავს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცის. საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა.

გააზიარე