გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მერიაში
ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სამოქალაქო სამხედრო დახმარების დანაყოფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.