ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონი“

19 თებერვალი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ,,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება, სტუდენტური პარლამენტის’’ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

,,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების, სტუდენტური პარლამენტის’’ პროგრამულმა მენეჯერმა გიგა გლუნჩაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს განხორციელებული პროექტების: საზაფხულო ქალაქი, გაიცანი საქართველო, ჩემი ჯადოსნური შაბათ-კვირა, სტუდენტური პარლამენტი, უფასო კონცერტები ყველა მუნიციპალიტეტს და თოვლის ქალაქის პრეზენტაცია წარუდგინა.

მან ასევე,   დამსწრეებს დეტალურად გააცნო პროექტი „ გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონი“. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი ახალგაზრდულ აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას.

ზაზა მელიქიძემ პროექტი მოიწონა და ახალგაზრდებს მის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ნაირა სამოსონიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე