ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამოფენა - „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“

28 ოქტომბერი, 2021

დღეს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კამპანია „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“, მოძრავი გამოფენის სახით გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არამედ პანდემიის წინააღმდეგ საზოგადო მოღვაწეებისა და მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები და ბანერი, სადაც დამთვალიერებლები თანამოქალაქეებს, სამოტივაციო სლოგანებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებდნენ.

ღონისძიება პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა. აღნიშნული კამპანია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოძრავი გამოფენა საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართება. გამოფენის PR და საინფორმაციო მხარდამჭერია ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“.

გამოფენის გახსნას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

გააზიარე