ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება

29 May, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის - „ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება (2019-2020)“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის პროცესის განსამტკიცებლად. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტ ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და შემდგომ გამოყენებას. ასევე, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მუნიციპალიტეტს ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020), ასევე, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა მართვას და დაამკვიდრებს მონაცემების გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას

გააზიარე