ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

17 ივნისი, 2020

აქტიურად გრძელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და საყრდენი კედელი ეწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის - გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

გააზიარე