ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

17 ივნისი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე იგება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის - გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
 

გააზიარე