ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება მეხუთე საბავშვო ბაღში

28 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების   ინვენტარით აჭურვა გრძელდება. ქალაქის მე-5 საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა ორმხრივი დაფები და სათამაშო ღობე გადასცეს.

პატარებმა,  კი სტუმრებს გაზაფხულის ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული მიუზიკლი „ჩიტი და მელია“ წარმოუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

გააზიარე