ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქ ახალციხეს ახალი მწვანე ნარგავები ამშვენებს

24 May, 2020

 

ქალაქ ახალციხეს ახალი მწვანე ნარგავები ამშვენებს. პანდემიის მიუხედავად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირების და სკვერების გამწვანების ღონისძიებები განხორციელდა.

რეკრეაციულ ზონებში დაირგო ნეკერჩხლის, კედრის, არყის, იფნის და ცაცხვის 600-ზე მეტი ნერგი. სკვერებსა და პარკებში ახალი ნარგავების მორწყვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქის იერსახეზე ზრუნვა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზნით გამწვანების ღონისძიებები პერიოდულად ხორციელდება.

გააზიარე