ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

10 სექტემბერი, 2020

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა ქალაქ ახალციხეში ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ დროისთვის, კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელის, ზურაბ დიდიმამიშვილის, ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩებზე.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზასთან ერთად, საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა. ასევე,მიმდინარეობს შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების ტერიტორიების კეთილმოწყობაც.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად პროექტების დეტალები განიხილეს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე