ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი დაიწყო

25 May, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, მოეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი. პროექტი ითვალისწინებს ასევე გზის რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს არსებული საფარისა და საფეხმავლო ბილიკის დემონტაჟის პროცესი, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს;

II ეტაპის სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება, რომლის ფარგლებში, 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები ეწყობა.
მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.
 

გააზიარე