ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“

17 May, 2019

ახალციხის მუსიკალურ სკოლაში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთშის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მოზარდებისთვის მასტერკლასი და შესარჩევი ტური ჩატარდა, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკათმცოდნე ირმა სოხაძე და პროექტის დირექტორი მაია ჯამალაშვილი უძღვებოდნენ. 

კონკურს-ფესტივალის “სხვა საქართველო სად არის“ ააიპ„დემოსის“ ინიციატივითა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის პარტნიორობით სამი წელია ხორციელდება. 

პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.

მასტერკლასს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუსიკალური სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე