ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

21 ოქტომბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქ. №165-179 (ე.წ. ხუთსართულიანები) კორპუსებს შორის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სკვერში ბავშვთა გასართობი მოედანი და გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დასახლებაში სკვერი არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერით ისარგებლებენ.

გააზიარე