ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მარდისა და აბის დასახლებებში გარე განათებები დასრულების ეტაპზეა

5 ივნისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, მარდისა და აბის დასახლებებში გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.

გარე განათებები ფალიაშვილის, ქუთაისის, ერევნის, გორის, ჭყონდიდელის და ჯაყელის ქუჩებზე მოეწყო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორცილელები პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დასახლებებში გარე განათება არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და მაცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

გააზიარე