ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მერია ამანათების დარიგებას აგრძელებს

5 May, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება გრძელდება.

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეროშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ოჯახები მოინახულა და ამანათები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვები პროდუქტების დარიგებას რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად ახორციელებს.

გააზიარე