ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიის სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადაეცათ

26 May, 2022

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 44 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა.

მერიის სტიპენდიანტებს სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ გადასცეს, გარდა ამისა თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო ჩაერიცხა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარჩინებულ სტუდენტებს სწავლაში მიღწეული შედეგი მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით იმართება. ახალციხეში ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ტარდება.

გილოცავთ 26 მაისს!

 

+12

გააზიარე