ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინი ფეხბურთის ტურნირში "ფარელებმა"გაიმარჯვეს

24 სექტემბერი, 2019

მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი „ფარელები“ გახდა, მეორეზე „ვეტერანები“ გავიდნენ, მესამე ადგილი კი რუსთაველის ქუჩის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ:

საუკეთესო ფეხბურთელი - ზურა ბარძიმაძე;
ბომბარდირი - თორნიკე ზამბახიძე;
საუკეთესო მეკარე - გელა ძამუნაშვილი;
ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი - გოჩა სხირტლაძე.

თამაშები ,,ევროპის კვირეული“-ს ფარგლებში ცხრა აპრილის ქუჩის მოედანზე მიმდინარეობდა. ტურნირს ორგანიზებას სპორტული პროგრამების განყოფილება უწევდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი „ფარელები“ მიღებულ ფულად ჯილდოს ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად გადარიცხავს.

 

გააზიარე