ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინი ფეხბურთში ტურნირი „ევროპის თასი“ დაიწყო

15 May, 2019

ევროპის დღეების ფარგლებში,  მინი ფეხბურთში ტურნირი „ევროპის თასი“ დაიწყო. რეგიონის პირველობისათვის ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გუნდები ეჯიბრებიან. 

თამაშები  ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის  ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 8:3,  ახალციხის სასარგებლოდ დასრულდა. მინი ფეხბურთში ტურნირი გრძელდება. ფინალური  შეხვედრები  კი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხოციელდება.

თამაშს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

გააზიარე