მოსახლეობის საყურადღებოდ!
ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოს - ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიის ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის N175 დადგენილებით 2021 წლის 4 მაისიდან - 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეები, შეიცვალა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად განსაზღული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადები.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოს - ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ნარჩენების ინსინერაციისთვის განკუთვნილი მინი ინსინერატორის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები განცხადებაში (იხ. ლინკი) მითითებული ვადის (2021 წლის 5 მაისის ჩათვლით), ნაცვლად შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31741