ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება

24 აგვისტო, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამას ახორციელებს.

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიან ოჯახებს (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი),რომელთა ერთ-ერთი მშობელი და ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისათვის, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 400 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100 ლარით.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული დახმარებით, ამ ეტაპზე უკვე ისარგებლა 37 ოჯახმა და გრძელდება განცხადებების მიღება.

გააზიარე