ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში ტურნირი ჩატარდა

15 ივლისი, 2021

ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში,  ნარდის მოყვარულთა  შორის (18 წელს ზემოთ)  მუნიციპალიტეტის პირველობაზე   ნარდში ტურნირი ჩატარდა.

სპორტული ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიის  სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

ტურნირში 18 ნარდის მოყვარული მონაწილეობდა. პირველ ადგილზე  რაინდი ბერიძე გავიდა, მეორე ადგილი ზურაბ იაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ვალერი იადოიანს  ხვდა წილად.

გამარჯვებულებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან  მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

გააზიარე