ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მძლეოსნობის ტურნირი ლისის ტბაზე

20 May, 2019

 ქალაქ თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 “-ის ფარგლებში მძლეოსნობაში ტურნირი გაიმართა, რომელშიც ახალციხის N 3 სკოლის ვაჟები და N 6 სკოლის გოგონები მონაწილეობდნენ.

 ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილები დაიკავეს. გამარჯებულები ივნისის თვეში,  ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს  ახალგაზრდებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.

გააზიარე