ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნაოხრებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20 მარტი, 2019

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები სოფელ ნაოხრებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ერთად გაეცნენ.

ამ ეტაპზე, გზაზე მიწის სამუშაოები მიდინარეობს და სანიაღვრე არხები ეწყობა, აპრილში კი 465 მეტრი ბეტონის საფარის დაგება დასრულდება. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გააზიარე