ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნაოხრებში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

3 ნოემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში დასასვენებელ სივრცესთან ერთად, პატარებისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო.

დასრულებული სკვერი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

გააზიარე