ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნაოხრებში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

18 იანვარი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

განხორციელებული  ინფრასტრუქტურული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილესთან  რუბენ კარაპეტიანთან და  საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ლომიძესთან ერთად  დაათვალიერა  და ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერს, მოეწყო თავშეყრის ადგილი და დასასვენებელი სივრცე, ასევე,  ახალგაზრდების მოთხოვნის  გათვალისწინებით სკვერის ტერიტორიაზე  გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა. გარდა ამისა,  პროექტის პირველ ეტაპზე  პატარებისთვის თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო-გასართობი მოედანიც მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მთავარ პრიორიტეტებზე  ისაუბრეს და  მოსახლეობას  მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი  ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

  აღსანიშნავია, რომ სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის  და   ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების გამოვლენის მიზნით  მსგავსი სახის შეხვედრები იგეგმება მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

გააზიარე