ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი ახალციხეს ეწვია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტით მყოფ, ნიდერლანდების ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და რუბენ კარაპეტიანი.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს მუნიციპალიტეტთან ნიდერლანდების საელჩოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ელჩი ახალციხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, არსებული რესურსებითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.
ირაკლი ლაზარაშვილმა სტუმარს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული მასშტაბურ პროექტების, ღირსშესანიშნაობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.