ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№5 საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო

17 ოქტომბერი, 2019

 დღეს, ახალციხის №5 საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო

 ბაღის ეზოში, ღია ცის ქვეშ საშემოდგომო კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც პატარებმა საკუთარი ხელით ჩურჩხელები ამოავლეს, ლექსები, ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

 საშემოდგომო აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, საქართველოში სტუმრად მყოფი უკრაინის დელეგაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე