პაატა გულიაშვილის საღამო გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში
მსახიობისა და იუმორისტის პაატა გულიაშვილის საღამო გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, სადაც მან სიმღერებითა და მისთვის ჩვეული იუმორით გაამხიარულა მაყურებელი.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
შემოქმედებით საღამოს, სოფელ მუსხისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.