ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ფერმერთა იდეების გამოფენა“

17 ოქტომბერი, 2018

ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონული ფორუმი სახელწოდებით „ ფერმერთა როლი მერძევეობის განვითარებაში“ გაიმართა. ფორუმი ორ ნაწილს მოიცავდა საკონფერენციო ნაწილი და „ფერმერთა იდეების გამოფენა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საკვებწარმოებაში, პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში, ვეტერინარიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში და სხვა აქტივობებში მიღწეული შედეგები და თვალსაჩინოებანი.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონის ფერმერები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და რძის სექტორში მომუშავე სხვა პირები ესწრებოდნენ.

„ფერმერთა იდეების გამოფენა“ ,ფრანგულ-ქართული პროექტის „კავკასიური რძე“ -ს ფარგლებში შექმნილი, სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ -ს ორგანიზებით მოეწყო.

გააზიარე